ხობელი მძლეოსნები საქართველოს ღია ეროვნულ ჩემპიონატზე

ქ. თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს ცენტრალურ სტადიონზე 8-9 ივნისს ჩატარდა საქართველოს ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. შეჯიბრში გამარჯვებისთვის ერთმანეთს 20 გუნდი დაუპირისპირდა, მათ შორის იყო ხობის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსანთა გუნდი, რომელმაც 68 ქულით გუნდური II ადგილი მოიპოვა. პირადი შედეგი გააუმჯობესეს და წარმატებებს მიაღწიეს ჯიმშერ ბუკიამ 800 მ რბენაში (2.00,77 წთ) და გრიგოლ ახალაიამ 100 მ რბენაში (11.02 წმ).