28 ივნისს ქალაქ ჭიათურაში დასრულდა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი კრივში, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის სპორტსმენებისათვის.
საერთო შედეგების მიხედვით მათ ხუთი I ადგილი და სამი II ადგილი მოიპოვეს.
I ადგილს დაეუფლნენ:
კოკა კალანდია (26 კგ წონითი კატეგორია), ბაკურ ჩიქოვანი (36 კგ წონითი კატეგორია), ირაკლი ხარამიშვილი (43 კგ წონითი კატეგორია),დათა შამათავა (44,5 კგ წონითი კატეგორია),ნიკა ჯაკონია (44,5 კგ წონითი კატეგორია) .
ხოლო II ადგილს დაეუფლნენ:
ილია ფოცხორაია (46 კგ წონითი კატეგორია),გიორგი ახალაია
(36 კგ წონითი კატეგორია),რევაზ ჩხეიძე (46 კგ წონითი კატეგორია).
ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებლები: ედიკა თოდუა, თემურ აბულაძე.