6 ივნისს ხობის თ.სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმის, ევროპის საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსის, ჩვენი თანამედროვის ოტია სიჭინავას წიგნის „ოდესღაც პეტერბურგში“ პრეზენტაცია. ავტორი მოგვითხრობს ინტელიგენტი ახალგაზრდის ცხოვრებაზე, რომელსაც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მსოფლიოში აღიარებული ქართველი ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ჰქონდა ურთიერთობა. ასევე ნაწარმოებში აღწერილია ცნობილი ემიგრანტების დღემდე უცნობი დეტალები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის კულტურის ცენტრისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები.