3 ივნისს, თბილისში ეროვნული მუზეუმის სააქტო დარბაზში არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლობისა და ხობის დედათა მონასტერში მიმდინარე არქეოლოგიური კვლევებით დაინტერესებულ საზოგადოებას 2009-2013 წლებში განხორციელებული კვლევის ანალიზი გააცნო.
წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ხობის მონასტრის მთელი პერიმეტრი მოიცავს უძველესი დასახლებისათვის დამახასიათებელ საყოფაცხოვრებო თუ ნაგებობათა ნაშთის კვალს მიწის ღრმა ფენებში. აღმოჩენილიქნა აკლდამა, რომელშიც ორ საფეხურადაა ცხედრები განლაგებული. ადვილი შესაძლებელია ეს ძირძველი სავანე ცოტნე დადიანის საფლავასც ინახავდეს. ამჟამინდელი ტაძარი ოდნავ სახეცვლილია და მის ირგვლივ აღმოჩენილი საძირკველი სხვა უფრო დიდი ზომის ტაძრის არსებობას ადასტურებს.
პრეზენტაციას ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი მამა ილია (ლომაია), ტაძრის ისტორიის შესწავლის ინიციატორი გოგიტა ჩიტაია, მოწვეული სტუმრები, ისტორიკოსები, სტუდენტები და რიგითი ხობელები ესწრებოდნენ.
არქეოლოგიური ჯგუფის წევრებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარმომადენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სიტყვით გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხობი იმაზე უფრო დიდ წარსულს ინახავს, ვიდრე აწმყოში ვიცით და მომავალი ამას აუცილებლად დაგვანახებს.
პრეზენტაციის დასასრულს საკუთარი ემოციები საჯაროდ გამოხატეს მამა მიქაელ ბუკიამ, როზეტა შულაიამ, გულნაზი გვალიამ, ნუგზარ ნადარაიამ, მალხაზ დათუკიშვილმა.