4 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მკლავჭიდის ჯგუფის მოსწავლეებს შორის (მწვრთნელ-მასწავლებელი კ.თუთბერიძე) გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში.
სპორტულ ღონიძიებაში 10 წონით კატეგორიის 60 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლონდნენ გამარჯვებულები, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელით გამარჯვებული გახდა გოჩა სიჭინავა, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მარცხენა ხელით გამარჯვება ბაჩანა ლომაიას ერგო.
მკლავჭიდელთა ორთაბრძოლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.