,,ედემი" ფინალშია!

13 ივნისს სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ უმასპინძლა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ნახევარფინალურ ეტაპს. პირველი მაისის სკოლის ნორჩ მოსწავლეთა გუნდ ,,ედემს" კენჭისყრამ მეტოქედ არგუნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის გუნდი. დაძაბული ინტელექტუალური პაექრობა ,,ედემი"-ს გამარჯვებით დასრულდა.
   ფინალამდე ,,ედემმა" შორი გზა განვლო. ჯერ ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე გამარჯვებული შეიქნა, შემდეგ ზონალური ეტაპი ქალაქ ზუგდიდში წარმატებით დაძლია და ნახევარფინალური ბარიერიც უკვე გადალახულია!
  ფინალში  გუნდს მეტოქედ საქართველოს ხუთი საუკეთესო სკოლის გუნდი დაუპირისპირდება, თბილისში, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, 28 ივნისს, დღის 12 საათზე.
   გუნდი ,,ედემი"-ს შემადგენლობა:პოლინა ფილიპია (კაპიტანი), ლევან ბუსქანძე, გიორგი ჭითანავა, გიორგი წოწერია, ჯანო გაბისონია, ქრისტინე პერტია, ანდრო გაბისონია. გუნდი მოამზადა ქარტული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინელი-მზია ხუხიამ. გუნდს მხარს უჭერს მომღერალ გოგონათა გუნდი პედაგოგ ნათია ლატარიას ხელმძღვანელობით.