2014 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ქონდა ენტეროვირუსული მენინგიტის გახშირებული შემთხვევის ფაქტებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ყველა მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ იქნა საჭირო პრევენციული ზომები. ენტეროვირუსული მენინგიტი არამართვადია, ახასიათებს სეზონურობა და ციკლურობა ყოველ მეოთხე წელს. იგი გადადის ჰაერწვეთოვანი, კვების პროდუქტებით, სასმელი წყლითა და საყოველთაო გზებით. ძირითადად ავადდებიან 3-დან 12 -წლამდე ბავშვები. დაავადებას ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, პირღებინება, სისუსტე, უმადობა. სიმპტომების გამოვლინებისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის ტერიტორიულ დაწესებულებას. ავადმყოფობისაგან თავის დაცვის ძირითადი საშუალებაა პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა საპნით და ოთახების განიავება. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.