ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრით დაკომპლექტდება. აქედან 21 მაჟორიტარული, 15 კი პროპორციული სიით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 9 დეპუტატი, 4 „ნაციონალურ მოძრაობას“, თითო - თითო „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა - ჩიხრაძეს“ და „ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ ეყოლება.
ხობის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარული სიით 16, „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა - ჩიხრაძეს“ 1 და საინიციატივო ჯგუფს 4 წარმომადგენელი ეყოლება.