ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავარი ღირებულებების გამავრცელებელი და დამცველი დედა ეკლესიის დიდებული ტაძარი, ხობის მონასტერი იტევდა ადამიანური გონებისათვის დაუტევნელ, სულიწმიდის მადლით აღვსებულ სიწმინდეებს, მეტყველებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე მცხოვრებთ გააჩნდათ ცოდნა ჭეშმარიტი, გაუყალბებელი ისტორიისა და ესრე ჰმსახურებდნენ ქრისტეს, სამშობლოს, მოყვასს. ჩვენი დიდი წინაპრებისა და დიდქალაქ ხობის დღევანდელ მკვიდრთა პატივისცემის კონტექსტში მსურს შემოგთავაზოთ იდეა-შეიქმნას ქალაქ ხობის ჰიმნი, რომლის მელოდიაც იქნება ვითარცა საგალობელი, ხოლო ტექსტში აისახება ყველა ის მარგალიტი, რითაც გამოვირჩეოდით ხობარები(ხობელები).