კლასიკური მუსიკის ზეიმი სამუსიკო სკოლაში



10 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლაში გაიმართა დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მუსიკალური ფესტივალის 2014 წლის საპატიო დიპლომანტის ნოდარ შონიას სოლო კონცერტი. კონცერტს კლასიკური ნაწარმობებით ალამაზებდნენ პედაგოგ ნათელა მარგველაშვილის კლასის მოსწავლეები. განათლების ცენტრის დირექტორმა ხ.ხორავამ აქტიური პედაგოგიური მუშაობისთვის სიგელით დააჯილდოვა კლასის ხელმძღვანელი და ფასიანი საჩუქარი გადასცა საქართველოს რეგიონალური მუსიკალური ფესტივალის საპატიო დიპლომანტს. 
ზეიმის დასასრულს ქალბატონმა მარგველაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა კონცერტის მონაწილეებს.