5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა

5 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა აქცია თემაზე "დავრგოთ ხე, გავალამაზოთ გარემო". ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, კულტურისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მიიღეს აქციაში მონაწილეობა, დაასუფთავეს ქალაქის პარკის ტერიტორია და დარგეს ბზის ნერგები. მსგავსი აქციები ხობის მუნიციპალიტეტში კვლავ გაგრძელდება.