ხობის N2 საჯარო სკოლის გამოშვება


19 მაისს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ხობის N2საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა 45-ე გამოშვება საზეიმოდ აღნიშნეს. ბავშვებმა კონცერტზე სახალისო სკეტჩებით გაიხსენეს სკოლაში გატარებული პერიოდი, წარმოადგინეს მხატვრული, მუსიკალური,საცეკვაო ნომრები და ბოლოს დიდი სიყვარულით მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს სკოლაში გატარებული დაუვიწყარი წლებისათვის.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების ეტაპზე წარმატებულ, ნათელ მომავალს უსურვებს!