I-ლი და მე-VI კლასებში 22 დან 27 მაისამდე შეწყდა სასწავლო პროცესი



ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით ხობის საჯარო სკოლებში დაწყებით კლასებში I-ლი და მე-VI კლასებში 22 დან 27 მაისამდე შეწყდა სასწავლო პროცესი.ბოლო პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით რისკის ჯგუფს წარმოადგენენ სკოლამდელი ასაკისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეები.ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია მიმდინარე წლის 22 მაისიდან 27 მაისამდე შეწყვიტონ სასწავლო პროცესი.