პირველი მაისის თემის საბავშვო ბაღში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა


8 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემის საბავშვო ბაღში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, 5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელები და მშობლები ერთმანეთს სხვადასხვა სახეობებში ეჯიბრებოდნენ (მთავარი სპეციალისტი ლელა ქანთარია, აღმზრდელ-მასწავლებელი დალი ქარცხია). ღონისძიებას ()იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსი ელისო კვიკვინია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია და პირველი მაისის თემში ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული მარინე ლაგვილავა ესწრებოდნენ. ხალისიანი და საინტერესო ღონისძიება ოვაციებით დასრულდა.