დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებმა მახარე ჩოკორაიამ და ედიშერ ჯობავამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელ ნუგზარ წურწუმიას უმასპინძლეს და გამარჯვება მიულოცეს.
ბულგარეთის ქ. სამოკოვოში ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, რომელშიც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველმა ნორჩმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა ხობელი ნუგზარ წურწუმია (42 კგ წონითი კატეგორია). ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს ჩემპიონს.