ნახატების კონკურსი ,, გზა ევროპისაკენ"


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ნახატების კონკურსში ,, გზა ევროპისაკენ" კვირეულის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ოცდახუთ საკონკურსო ნამუშევარს შორის გამარჯვებულად გამოცხადდა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დონარა გეგეჭკორის ნახატი.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 2014 წლის 8 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
გამარჯვებულ მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ გადაეცათ წამახალისებელი სიგელები და ფასიანი საჩუქრები.