საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, ენტეროვირუსული მინინგიტის გახშირებული შემთხვევების გამო, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2014 წლის 22 მაისიდან 27 მაისამდე 29-ვე სტრუქტურულ ერთეულებში შეეჩერებინათ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.
22-23 მაისი საბავშვო ბაღებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისა და დასუფთავების დღედ არის გამოცხადებული.