Skip to main content
პატრიარქმა პირველი მაისის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა
დღეს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემში,
ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების,
წმინდა დიდმოწამე გიორგისა,
წმინდა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა
ნიკოლოზის
ტაძარში დედა ღვთისმშობლის ხატმა დაივანა,
რომელიც ტაძარს უწმინდესმა და უნეტარესმა
საქართველოს
კათალიკოს
პატრიარქმა
ილია-II
უსახსოვრა.
ტაძარში საზეიმო წირვა-
ლოცვა მამა იაკობმა (
სურმავა)
აღავლინა,
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.
ღვთისმშობლის
ხატის ჩამობრძანებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც
ესწრებოდნენ.
მრევლმა პატივი მიაგო დედა ღვთისმშობლის ხატს და კიევო-
პიჩორის ლავრიდან
ჩამობრძანებულ სიწმინდეებს.