"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს, ხობის მოსახლეობას საკრებულოში სიის პირველი ნომერი გოგიტა ალანია წარუდგინა. შალვა ნათელაშვილმა პარტიის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს. მას იმედი აქვს, რომ 15 ივნისს, "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს, რაც იქნება ცვლილებების დასაწყისი.
გოგიტა ალანიას განცხადებით, მისთვის პრიორიტეტია იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ხობში არსებობდა და იმ დანაპირების შესრულება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნების წინ გასცა და რომელიც დღემდე არ არის შესრულებული.