სახელი: ლაშა
გვარი: ცატავა
საქმიანობა: ფრაქცია „ქართული ოცნება- რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე.
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე - ჩემს ცხოვრებაში ბევრი ლამაზი დღე იყო.. ის დღეები მენატრება როცა ჩემი და გვერდით მყავდა...და მაინც , ყველაზე ლამაზი ის დღე იყო, როცა ჩემი დისშვილი ნინო პირველად ავიყვანე ხელში.
რა გენატრება? –ოჯახის წევრები... ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე თურმე წარსულში რა ბედნიერი ვყოფილვარ. გვიან მივხვდი ამას და ჩემებთან გატარებული თითეული ლამაზი დღე მენატრება.
რომელი სურვილი ვერ აისრულე?- ბევრი რამ...მათ შორის ჩემს აფხაზეთში დაბრუნება, მაგრამ მწამს, იქამდე არც ისე შორია...
ყველაზე მეტად რა არ გინდა? – მეგობრის, მოკეთის ღალატი
ვის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია ?- ეს კითხვა ერთი წლის წინ რომ დაგესვათ, გეტყოდით ჩემი ნინიკოს გარეშე-მეთქი, მაგრამ ცხოვრება ისეთი სიურპრიზებითაა აღსავსე, წარმოუდგენელიც რეალობად იქცევა ხოლმე.
რა არის თქვენი ძლიერი მხარე? – რწმენა უფლის და მოყვასისადმი. ადამიანში მხოლოდ კარგის დანახვის სურვილი..
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება - იმდენად მიყვარს და ვენდობი ადამიანს, ათჯერ მოტყუებული, შეიძლება მეთერთმეტედაც მოვტყუვდე.
რისი გჯერა? – მომავლის! მჯერა საქართველოს ხვალინდელი დღის.
რასაც არასოდეს გააკეთებდი - ღალატს გულში არ გავივლებდი.
ადამიანში რას აფასებ? – პატიოსნებას, რენენი ამბობს: პატიოსნება ჩვენი დროის არისტოკრატიზმიაო.
ყველაზე მეტად რისი გეშინია? – ძლიერი მტრის და ვერაგი მეგობრის.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებ - ღმერთო შენ მიშველე.
რა უნდა გახსოვდეს ამ ქვეყნად ყოველთვის? – ბრძენკაცს დავესესხები, თუ გინდა გაიმარჯვო - გახსოვდეს მოთმინება,თუ გინდა სწორად ცხოვრება - გახსოვდეს სიკვდილი.
როგორ მოხვდი პოლიტიკაში? - ალალი სურვილით - სხვებისთვის კარგი მეკეთებინა.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები?- ჩემი ყველა ოპონენტი ღირსეული პიროვნებაა, რომელსაც ზურგს წლები და საქმეები უმშვენებს.
ის რაც ძალიან გინდათ იცოდე? – ჩემი საქმის პროფესიონალი მინდა ვიყო.
რითი ილამაზებ ცხოვრებას?- თუნდაც ამ წუთს თქვენთან ურთიერთობით.
როგორი გინდა დაგიმახსოვრონ? – ეს ჩემი ნატვრაცაა - ღირსეული სახელი მინდა დამრჩეს.
როცა უკან მოიხედავ რას ხედავ? - ჩემს წარსულზე არ მაქვს საწუწუნო, უკან მოხედვის არ მეშინია.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდი? - ბევრ რამეს, ყოველდღიურობას უფრო გავულამაზებდი ქალბატონებს, შრომას უფრო დავუფასებდი ექიმს, მაწავლებელს....
რისი თქმაც ადრე გინდოდა, და დღეს ჩვენთან იტყვით - ქართველებო, უფრო გიყვარდეთ სამშობლო, ავიტანოთ და გავიტანოთ ერთმანეთი!