
ხატის მცველი იბერიული წარმოშობის ნექტარიოს იანქსონია. ის ხატის მიერ მოხდენილ ერთ-ერთ სასწაულს იხსენებს
,, ხატი ერთ-ერთ ტაძარში, ანალოღიაზე იყო დაბრძანებული. სიწმინდეს უსინათლო ბიჭი ემთხვია და მას თვალის ჩინი დაუბრუნდა. ამის მომსწრე ასობით მორწმუნე ბერძენი იყო“ - აღნიშნავს ნექტარიოს იანქსონი.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჰავაისად წოდებული, საქართველოში 23 მაისამდე დარჩება და ამ ხნის განმავლობაში თითქმის სრულიად საქართველოს მოივლის, რათა მორწმუნე მრევლს მისი მოლოცვის საშუალება ჰქონდეს.