საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების კავშირის მიერ 17 მაისს კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ფოლკლორის ფესტივალი „გავეცნოთ სამშობლოს და ერთმანეთის შემოქმედებას“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 მუნიციპალიტეტის 23-მა საბავშვო ქორეოგრაფიულმა და ხალხური სიმღერის გუნდებმა. ფესტივალი მიზნად ისახავდა მოზარდ თაობებში ხალხური ცეკვისა და სიმღერისადმი ინტერესის გაღრმავებას, ფოლკლორის პოპულარიზაციას, შესაბამისი ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენას და მათ ხელშეწყობას. დასასრულს ფესტივალის ორგანიზატორებმა ანსამბლები და მონაწილე ბავშვები პრიზებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.