სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ხობელი ნუგზარ შონიას შეხედულება ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით.

ნუგზარ შონია
ქრისტე აღსდგა! თამარობას გილოცავთ! კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება პარლამენტის მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი-ეს კანონი თავისი არსით გახლავთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმართლმადიდებლური, მიღებული უვიცთა, ბრიყვთა, ურწმუნოთა და მზაკვართა მიერ. დიოკლეტიანეს შვილი არ ჰყავდა და გიორგის მოიაზრებდა რომის იმპერატორად ანუ მსოფლიოს ფაქტიურ მმართველად. ცდუნება იყო ძალიან დიდი-მთელი მსოფლიოს მატერიალური სიმდიდრე, პატივი, დიდება (რომლის მასშტაბების წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდათ საქართველოს პარლამენტის წევრებს). გიორგი იმიტომ იწოდება გმირად, ძლევაშემოსილად, რომ უფლის მიერ განმტკიცებულმა უარი თქვა უკეთური გადაწყვეტილების მიღებაზე, გაუძლო ცდუნებას, დაითმინა ტანჯვა-წამებანი და ქრისტე მაცხოვრისგან მიიღო განუზომლად უფრო დიდი გვირგვინი, ვიდრე დიოკლეტიანე ჰპირდებოდა. როდესაც ვკითხულობ ან მესმის მავანთა უბადრუკი მსჯელობანი ეკლესიასთან, სასულიერო დასთან და მ. შ. პატრიარქთან მიმართებაში, მახსენდება ლაზარე, რომელიც ყარდა. დიახ, ყარს ლაზარე, განსაკუთრებით აშმორებულია მისი პოლიტიკური სპექტრი, მიზეზი ურწმუნოება, აგრესიული ღვთისმგმობელობა ან მცირედმორწმუნეობაა. თუ იპოვით, ეცადეთ ახლოს დადგეთ ისეთ ადამიანთან, რომელსაც ტანი ერთხელაც არ დაუბანია ან იბანს ძალიან იშვიათად-ცხვირი გამოგეწვებათ, რესპირატორის ძებნას დაიწყებთ ან ეცდებით იქაურობას გაეცალოთ. იმისათვის რომ არ ჰყარდე, საჭიროა განბანვა, ანუ ეკლესიის წიაღში ყოფნა და სინანულის, თავმდაბლობის, მორჩილების გზით ცოდვათა აღიარება და უფლის ცხოველმყოფელი სისხლისა და ხორცის მიღება, ანუ ზიარება. უფალმა იონა წინასწარმეტყველი გააგზავნა ნინევიაში საქადაგებლად-თუ არ მოინანიებდნენ, მკაცრად დაისჯებოდნენ. ჩვენს იონას ქვია პატრიარქი ილია, რომელიც სინანულისკენ მოგვიწოდებს. ნინევიელებმა მოინანიეს და გადარჩნენ. ჩვენ?..

ნუგზარ (ხვიჩა) შონია
14.05.2014