29 მაისს ქ. ხობის
კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში "სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის" გაიმართა, კონცერტში 47 უმაღლესი სასწავლებელის გუნდმა
მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა ფოლკლორული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. სპეციალურმა ჟიურიმ კი ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, ასევე
მასპინძლის სტატუსით ხობის მკვიდრმა მომღერალმა ზაზა ბაჩილავამ შეასრულა
პატრიოტული სიმღერა.
პროექტის
ორგანიზატორებს ხობში ღონისძიების ჩატარებაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და ხობის კულტურის
ცენტრმა გაუწია დახმარება.
ღონისძიებას
მრავალრიცხოვან მაყურებელთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
დაესწრნენ.
სტუდენტური დღეები 2014 - ის მიზნები და
ამოცანებია:
·
ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
·
ქართველი ახალგაზრდების ევროპული არჩევანის მხარდაჭერა;
·
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
·
სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
·
ევროინტეგრაციის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ;
·
სტუდენტების მეშვეობით ევროპული ფასეულობების გავრცელებას სხვა სამიზნე ჯგუფებში;
·
სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლებას;
·
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას