Skip to main content
პროფესიული განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა ხობში
პროფესიული განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში N1 საჯარო სკოლაში N1 და N2 საჯარო საპილოტე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების სურვილით შეხვედრა გაიმართა ადვოკატ ეკა ლატარიასთან, ხელოვან ირაკლი შონიასთან და ჟურნალისტ ლელა ალანიასთან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოწვეულმა სტუმრებმა ბევრ საინტერესო კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მომავალი პროფესიის სწორად დაგეგმვას. შეხვედრის მიზანია მომავალმა თაობებმა მართებულად განსაზღვრონ და აირჩიონ პროფესიები და გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეების მიერ არჩეული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. პროექტის ორგანიზატორია განათლების სამინისტრო და ხობში შეხვედრებს ანხორციელებს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები - მამანა შამათავა და რუსუდან ბუკია.