12 აპრილს ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 2014 წლის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში გაიმართა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება. ჩემპიონატის ფულადი საპრიზო ფონდი 1250 ლარია და 16 აპრილს დასრულდება,
ჩემპიონატი რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. წელს ჩემპიონატი ხობის მუნიციპალიტეტში მესამედ იმართება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მოჭადრაკეთა წინსვლას.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოჭადრაკეებს წარმატებებს უსურვებს.