დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საჯიჯაოს თემში ჯაპიშაქარის უბანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკურმა სამსახურმა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები კომპანიის 774 აბონენტს დაუმონტაჟდა. ამ ეტაპზე, ხობის მუნიციპალიტეტში ქ. ხობი და 10 სოფელი თუ თემი ( ნოჯიხევი, პირველი მაისი, ბია, პატარა ფოთი,შავღელე, ყულევი, ქარიატა, პირველი ხორგა, გურიფული, ხეთა) გამრიცხველიანდა. საჯიჯაოს თემში გამრიცხველიანება ივლისში დასრულდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დევნილთა ჩასახლებების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.