შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება


30 აპრილს მოსახლეობასთან გეგმიური შეხვედრების ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა შუა ხორგის თემისა და სოფელ პირველი ხორგის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგაზაფხულო ხვნა-თესვის  მიმდინარეობას. გამგებლის განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოები აგროვადებში, 15-20 მაისისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად დასრულდება. განხილულ იქნა ხორგის თემში  წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი. სამუშაოების დასრულების შემდგომ წყალი მიყვენილ იქნება  თემის თითოეულ ოჯახთან.
მოსახლეობამ თავის მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვა ელექტრო გამრიცხველიანებისა და   სოფელში გაზის შეყვანის პროცესის დაჩქარება.




































გამგებლის შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება.