წიფურია ბორის მიხეილის ძე _ მსახიობი. დაიბადა 1933 წლის 15 ივნისს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. 1956 წელს დაამთვარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1956-62 წლებში
მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად. 1962
წლიდან თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. პარალელურად 1984-90 წლებში იყო თბილის ცირკის დირექტორი. წიფურია უპირატესად სახასიათო-კომედიურ როლებს ასრულებდა. თეატრში მის მიერ შესრულებული როლებია: ტიტიკო (ვ. გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ტრუფალდინო (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), ზურიკელა (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ოლარიონი“), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), უოლტერი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), ჟონა (ჟ. ანუის „ანტიგონე“), დათვი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), ანგელოზი (ი. შტოკის „ღვთაებრივი კომედია“), კოკი (ნ. წულეისკირის „თუთარჩელა“) და სხვა. კინოში განხორციელებული
როლებია:
„დირექტორი“
(„უყაიმო თამაში“), დიმიტრი („ფოროსმანი“), ძიბო („ვერის უბნის მელოდიები“), ხუტა ოდიშარია („შერეკილები“), ჯოკია („მთვარის მოტაცება“), მეწისქვილე („დათა თუთაშხია“), ლადო („ბებერი მეზურნეები“) და სხვ. 1999 წლიდან იყო ტელეშოუ „ფორტუნას“ წამყვანი.
1982 წელს მიენიჭა საკავშირო ლენინური კომკავშირის პრემია მასობრივი ახალგაზრდული ზეიმების დადგმებისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის.
1998 წელს
დაჯილდოვდა
ღირსების ორდენით. 2003 წელს მიენიჭა თბილისი საპატიო მოქალაქის წოდება.
გარდაიცვალა 2005 წლის იანვარში.