მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია

28 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში  მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მუშაობდა სამოქალაქო  საზოგადოების განვითარების,  ქართული ფოლკლორისა და მეოცე საუკუნის ქართველ სასულიერო მოღვაწეთა ცხოვრებისა და ღვაწლის  შემსწავლელი სექციები.  კონფერენციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სექციებში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები (წიგნები) და სიგელები.

 ღონისძიება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,  სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით.