არასამთავრობო
ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი საქართველოში
„სუფთა რეგიონის“ გამოსავლენად, სადაც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტმაც.
კონკურსის მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, რუკაზე აღნიშნული წითელი
წერტილების შემცირება. 25 აპრილს აქციის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული და საჯარო სამსახურების თანამშრომლებმა, მათი შენობების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. აქციაში ჩაერთო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა. აქციის ორგანიზატორი - მწვანე მოძრაობის წარმომადგენელი ხობში მედეა ქობალია. დასუფთავებული ადგილებიდან ნარჩენები ქალაქის დასუფთავების სამსახურმა შპს „ხობი დასუფთავება და განათებამ“ გაიტანა.