22 აპრილს დედამიწის
დღესთან დაკავშირებით ქ. ხობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში
ჩაატარეს შემდეგი ღონისძიებები: მოქალაქეებს სთხოვეს ანკეტის შევსება სადაც
შეკითხვები შეეხებოდა გარემოს დაცვასა და მდგომარეობის საკითხებს, დაარიგეს
ფლაიერები სლოგანით ,,გაუფრთხილდი შენს თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი
დედამიწას!“ ასევე ქ. ხობის კულტურის
სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს ფლეშ-მობი.
ღონისძიებები დედამიწის
დღესთან დაკავშირებით კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სსიპ ქალაქ ხობის #1 საჯარო
სკოლა
კლასი- VII
პროექტი- ,,“გაუფრთხილდი შენს თავს! გამიფრთხილდი მე! გაუფრთხილდი დედამიწას!“
22აპრილი- დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა.
-
ფლეშ-მობი
-
ანკეტური გამოკითხვა
23
აპრილი -აქცია - ,,მე,შენ, ჩვენ - ერთად დავასუფთავოთ ჩვენი
ქალაქი“
24
აპრილი -კედლის გაზეთების გამოფენა- პრეზენტაცია
25
აპრილი - ფილმის ჩვენება
26 აპრილი
- ესე ,,წერილი დედამიწას“
ასფალტზე
ხატვა- ,,დედამიწა ჩვენი სახლია“
პროექტის ხელმძღვანელი- მანანა წულეისკირი