14 აპრილს პირველ ხორგაში გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო და 19
აპრილს დასრულდა 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშება მინი-ფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 8 გუნდი მონაწილეობდა. („ხობი“, „გურიფული“, „პირველი ხორგა“, „ყულევი“, „ხეთა“, „ახალი სოფელი “, „შუა ხორგა“ და „ქარიატა“). ფინალურ
მატჩი ერთმანეთს ,,ხეთისა“ და ,,ახალსოფლის“ გუნდები შეხვდნენ სადაც ხეთამ
დამაჯერებელი ანგარიშით 4 : 0 მოუგო ახალსოფლის გუნდს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი
გურიფულის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულები
გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ,
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მურმან შელიამ და სოფელ ხორგის რწმუნებულმა ზაალ ბერაიამ გამარჯვებულ
გუნდებსა და მონაწილეებს მიულოცეს ტურნირში
ღირსეულად მონაწილეობა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები და გადასცეს სამახსოვრო
თასები და სიგელები.