14 აპრილს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობს 8 გუნდი („ხობი“, „გურიფული“, „პირველი ხორგა“, „ყულევი“, „ხეთა“, „ახალი სოფელი “, „შუა ხორგა“ და „ქარიატა“). ტურნირის გახსნის ცერემონიალს გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო.
ფინალური შეხვედრა გოგას დაბადების დღეს 19 აპრილს, პირველ ხორგაში, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.