ნუგზარ წურწუმია ჩემპიონი გახდა


ანტალიაში დაწყებულ ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვების თასის პირველ დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე შმაგი თოდუა (54) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (42) ჩემპიონები გახდნენ. თოდუამ ფინალში რუსი სულეიმანოვი დაამარცხა ხოლო წურწუმიამ თურქ კემალ კერემს მოუგო. 2 მედალი მოიპოვა ქალთა ჭიდაობის ნაკრებმაც, ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ გვანცა კარელიძე (38) და ანი ნაზარაშვილი (56). 12 აპრილს ხალიჩაზე თავისუფლების და კლასიკების ოთხი წონის 46 – 58 – 76 - 100 ხოლო ქალთა ჭიდაობის სამი 40 – 49 – 60 წონის წარმომადგენლები იასპარეზებენ. შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყება, ლაივის ლინკი