5 ოქრო და 9 ბრინჯაო ანტალიიდან



11-13 აპრილს ანტალიაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "გამარჯვების თასი-Victory Cup" ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. სადაც საქართველოს ნაკრებებმა ჯამში 14 მედალი მოიპოვა. თავისუფალთა ანგარიშზე 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალია. ჩემპიოენები გახდნენ შმაგი თოდუა (54) და გივი მაჭარაშვილი (100) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თეიმურაზ ვანიშვილმა (46), მამუკა ჩაჩუამ (58) და ივერი ჯულაყიძემ (63). 
ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ჩემპიონობა მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (42), გურამ ხეცურიანმა (76) და ჯონი ხეცურიანმა (50). ბრინჯაოს მფლობელები არიან თორნიკე მელაძე (42), გიორგი კურტანიძე (58), ნიკოლოზ ჩიკაიძე (63) და გიორგი ბარბაქაძე (85).
გოგონათა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოპოვა, პრიზიორები გვანცა კარელიძე (38) და ანი ნაზარაშვილი (56) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ კარელიძე შარშანაც მესამეზე გავიდა ანტალიაში, რაც ქართველ მოჭიდავე ქალთა პირველი მედალია.