ფოტო: ლევან ჭითანავა |
აღდგომის მომდევნო კვირა, ანუ კვირაცხოვლობა, სხვაგვარად იწოდება თომას კვირად, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს
იხსენებენ. დღეს
28 აპრილს თომას კვირის მეორე დღეს, მართლმადიდებლები ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის თემში მდებარე მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძრის გახსნის დღეს აღნიშნავს. გასულ წლებში უამრავი ადამიანი სხვადასხვა კუთხიდან ამოდიოდა ტაძარში „მიქამგარიობაზე“ (როგორც ამ დღესასწაულს
უწოდებდნენ), რათა ოჯახი, ახლობლები, შინაური ფრინველები და ცხოველები შეევედრებიათ წმინდანებისათვის
და მათი გამრავლება ეთხოვათ. მათ ღრმად სწამდათ,
რომ ამ დღის ლოცვას და თხოვნას შეისმენდა უფალი. დღეს ბევრად მეტი მრევლი ჰყავს ამ ტაძარს და ყოველ კვირას
მამა ცოტნე (ბიწაძის) ლოცვა-კურთხევით წირვა ტარდება.
ავტორი: ირინა ფილიპია
ავტორი: ირინა ფილიპია