ხობში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის მშენებლობა გააპროტესტა დღეს, 14 მარტს, მართლმადიდებელმა მრევლმა. ისინი ქალაქის ცენტრში სწორედ იმ ადგილას შეიკრიბნენ სადაც დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხობის საკათედრო ტაძრის მრევლის, ხათუნა ხორავას განცხადებით, სამეფო დარბაზის მშენებლობის პარალელურად, ქალაქში შემოტანილია იეჰოვას მოწმეთა ჟურნალები მეგრულად, რაც აშკარად სეპარატიზმზე მიუთითებს. ხათუნა ხორავას განმარტებითვე, ჟურნალის „ურჩქილით ღორონთის დო იცხოვრით მარადიულო“ რაც ქართულად ნიშნავს, „უსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, გავრცელება ხდება სწრაფი ტემპებით და ქალაქის ცენტრში სადაც დღის განმავლობაში ბევრი მოზარდი იკრიბება, რაც ხელს შეუშლის მართლმადიდებლობის გაძლიერებას.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, მსგავსი მშვიდობიანი შეკრებები მომავალშიც გაგრძელდება, სანამ მთავრობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ მისცეს „საფრთხის შემცველ სექტანტებს“ დარბაზების მშენებლობის ნება.
დღესვე მრევლს ხობის საკათედრო ტაძრის მოძღვარი კირიონ დარასელია შეუერთდა და აქციაზე წირვა აღავლინა.
მისი განმარტებით, რადგანაც ამ ადგილას ჯვარია აღმართული წირვა- ლოცვა აქ ხშირად აღევლინება. კირიონ დარასელიას თქმით, იეჰოვას მოწმეთა ასეთი აქტიურობა აშკარად შეიცავს სეპატარატიზმის ნიშნებს და საჭიროა „ფხიზლად“ ყოფნა.
თავისმხრივ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთ იეჰვას მოწმემ, უხიცესმა, ჯონი შალამბერიძემ.
„ჟურნალები გამოდის იმ ენაზე, რომლითაც უკეთ გაიგებს მოქალაქე მისთვის განკუთვნილ ტექსტს. ბროშურების მეგრულად გამოცემას მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს“, - განაცხადა ჯონი შალამბერიძემ. მისივე თქმით, ქალაქის ცენტრში დარბაზის მშენებლობას კანონის სრული დაცვით და ყველა საჭირო დოკუანტაციით ახორციელებენ.
რაც შეეხება აქციას, იეჰოვას მოწმის სიტყვებით, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და კარგია, რომ დღეს ეს მშვიდობიანი ფორმით მოხდა.