დღეს ხობის მუნიციპალიტეტის
საჯიჯაოს თემში მდებარე კულტურის სახლში რეგიონალური განვითარების ასოციაცია RDA-ის კოოპერატივების მობილიზაციის კოორდინატორი ელისო
ცხადაია, კოოპერატივების მობილიზატორი
სამეგრელოს რეგიონში თინათინ დიდიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა და საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა საჯიჯაოს, ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის თემში მცხოვრებ მოსახლეობას
შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი - კოოპერატივების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. კოოპერატივის საუკეთესო იდეის ავტორებს ჩაუტარდებათ
ტრენინგები. შეირჩევა 43 კოოპერატივის საუკეთესო ბიზნეს გეგმა, რომელებიც გრანტის სახით მიიღებენ 5000-დან 40 000 ევრომდე. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ 20 მარტიდან
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ან ხობის საგანმანათლებო რესურს ცენტრში შეავსონ განაცხადის ფორმები. მსგავსი
შეხვედრები ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა თუ თემში გაგრძელდება.