24 მარტს ქ. ხობის კლუბ „ლაზი ერიში“ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობენ 18 მუნიციპალიტეტის საუკეთესო ვეტერანი და წარმატებული მოსწავლე მოჭადრაკეები. ტურნირის ორგანიზატორია საჭადრაკო კლუბი „ლაზი ერის“ პრეზიდენტი ნუგზარ (ხვიჩა) შონია. ტურნირის მთავარი მსაჯი - ფილეს არბიტრი ირაკლი გეთია. ტურნირი 28 მარტს დასრულდება.