აქცია ფოთის საქალაქო სასამართლოსთან 1tv.ge



თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ფოთში აღმაშენებლის გამზირი. 5 თვის წინ 12 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემში ავტოავარიის შედეგად დაღუპული 9 წლის ლუკა მირცხულავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფოთის საქალაქო სასამართლოს წინ აქცია გამართეს და სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მძღოლი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამართლდა.