ხობის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ საჯიჯაოს თემში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და გლეხებს თანადგომას დაჰპირდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შპს „მექანიზატორის“ (აბაშის ოფისის მენეჯერი მერაბ ნადარაია, ადგილობრივი მენეჯერები: ჯანსუღ ჟიშკარიანი და გია იოსავა) მიერ გამოყოფილი 16 ახალი ტრაქტორი მუშაობს. მიმდინარე პერიოდისთვის მოხნულია 700 ჰექტარი, მუნიციპალიტეტის მაშტაბით სულ მოსახნავია 5800 ჰა მიწის ნაკვეთი.