ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა ამირან (გიორგი) შონიამ, II ადგილი ლუკა შამუგიამ ხოლო III ადგილი გიორგი ლატარიამ დაიკავა. ვეტერანებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა ბადრი ლომაია, პრიზიორები დიპლომებითა და ზვიად გამსახურდიას წიგნებით დაჯილდოვდნენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან საზღვარგარეთ მცხოვრები, ხობელი ტარიელ ქანთარია, რომლის მიერ შემოწირული 300 დოლარით შეძენილ იქნა საჭადრაკო საათები და თბილისში მცხოვრები ვეტერანი მოჭადრაკე ზურაბ შურღაია, რომელმაც კლუბს გომოუგზავნა პრიზები.