31 მარტს, ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მეცნიერ-ფილოლოგის, მწერალის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამო გაიმართა. დამსწრეთა შორის იყვნენ ზ. გამსახურდიას თანაგუნდელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გაიხსენეს ზ. გამსახურდიას განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობა, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს ზვიად გამსახურდიასთან ერთად ხობის რაიონის პირველი პრეფექტი თენგიზ ქაჯაია და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.