სახელი: მურმან
გვარი: ბუკია
საქმიანობა: სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
წარსულიდან რას გაიხსენებდით? - მენატრება ბავშვობის მეგობრებთან თამაში და დედის მოფერება.
რომელი სურვილი ვერ აისრულეთ? - მინდოდა მოგზაური გამოვსულიყავი და მთელს კონტინენტებზე მემოგზაურა, ქვეყანა შემეცნო.
რა არის თქვენი ძლიერი მხარე? - ადამიანთმოყვარეობა, შესაძლებლობის ფარგლებში ყველას მინდა დახმარების ხელი გავუწოდო.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება - საყვარელ ხალხს ტკბილეულით ვუმასპინძლდები.
უხერხული სიტუაციიდან როგორ იხცნით თავს? - ვცდილობ დავწყნარდე, შემდეგ ვმოქმედებ სიტუაციიდან გამომდინარე.
რაც თქვენ არ გაქვთ და ძალიან გინდათ თქვენს შვილებს მაინც ქონდეთ? - ერთიანი, დემოკრატიული და ეკონომიურად ძლიერი სამშობლო.
ორი სიტყვით თქვენს ოჯახზე - მეუღლე იზოლდა - პროფესიით ექიმია, შვილები გელა და მანუჩარი ეკონომისტები არიან, რძლები ალიონა--ექიმია, ირმა კი ეკონომისტი, ოთხი შვილიშვილი მყავს....ბაბუას სიამაყეები....
ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?- ოჯახისა და სამეგობრო წრის გარეშე რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება.
ადამიანში რას აფასებთ? – ადამიანობას, კაცთმოყვარეობას, რწმენას, პატიოსნებას....
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის? -სხვას არ გაუკეთო ის, რაც შენ გულს გატკენს.
ვინ არიან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები? - ჩემი მშობლები.
როგორ მოხვდით პოლიტიკაში? - უბრალოდ, მინდა მოკრძალებული წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის წინსვლაში.
რა არ მოგწონთ? - მიზნის მისაღწევად ხალხის მოსყიდვა, შეგნებულად ხალხის მოტყუება.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? - ყველა ვინც ბოროტებას ჩადის.
ამ წუთს რას ინატრებდით? - ჩემი ქვეყნის მთლიანობას.
რას დაივიწყებდით? - ყოველგვარ წყენას.
საყვარელი სასმისი - ქართული შავი ღვინო.
სადღეგრძელო - უფლის სადიდებელი და მშვიდობის სადღეგრძელო.
რისი დაკარგვა არ გინდათ? - სამეგობრო წრის. მინდა ყველა ერთად და დიდხანს ვიყოთ.
რისი გჯერათ? - საქართველოს გაძლიერების და ბედნიერი მომავლის.
რა არ გაინტერესებთ? - სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა.
რითი ილამაზებთ ცხოვრებას? - ოჯახის წევრებთან, სამეგობრო წრესთან და სამსახურის თანამშრომლებთან ურთიერთობით.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით? - უპირველესად ყველას დავასაქმებდი, რათა წესიერი შრომით ბედნიერად იცხოვრონ.
რითი დაასრულებდით საუბარს? - მივმართავ ყველას, რომ იცხოვრონ სამართლიანი და წესიერი ცხოვრებით. უყვარდეთ და პატივი სცენ ერთმანეთს.