საკრებულოს სხდომის ანგარიში

28 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კახა ბუკია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კოორდინატორი. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ბუკიამ. სხდომაზე მეორე საკითხად კენჭი ეყარა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტს, რომლითაც ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრს“ უზუფრუქტის წესით გაეცა ქალაქ ხობში სატლინის ქ. N12-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, სადაც ფაქტიურად განთავსებულია განათლების ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით გამგეობის შესაბამის სამსახურს მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და ექსპლოატაციისთვის უვარგისი ქონების ჩამოწერის თაობაზე. პირველი მაისისა და ახალსოფლის თემის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ განკარგულების პროექტებს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომაზე ასევე მოსმენილ იქნა შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც დეპუტატების მხრიდან დადებითად შეფასდა. ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.