2014 წლის, 22 -მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით INRMW - საქართველოს პროგრამამ ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში არსებული ალიანსის რვა ეკოკლუბის წევრებთან,ადმინისტრაციული და პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ქარიატაში "იოს ტბის" მაკროუხერხემლოებზე ჩაატარეს დაკვირვება.
ღონისძიება გახსნა მარიამ შოთაძემ / INRMW საქართველოს პროგრამის დირექტორმა/, სკოლის ადმინისტრაციამ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და USAID წარმომადგენელმა.
ნატალია ფარცხალაძემ / CENN/ ისაუბრა წყლის რესურსების მნიშვნელობასა და საქართველოს წყლის რესურსებზე.
ზედაპირული მტკნარი წყლის პროგრამის პრეზენტაცია ალიანსის ეკოკლუბებში გააკეთა ნინო ლაღიძე / INRMW საქართველოს პროგრამის ეკოკლუბების ოფიცერი / CARE International in the Caucasus/. მანვე გააკეთა წყლის კვლევის საველე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.
ჩატარდა წყლის მაკროუხერხემლოებზე დაკვირვება და კვლევა - (გიორგი მამადაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), საველე პრაქტიკა, ნიმუშების მოგროვება, რკვევა და "იოს ტბის" მაკროუხერხემლოთა მოდელის შექმნა.
ქარიატის თემის ეკოკლუბი დაჯილდოვდა საგრანტო საჩუქრებით, მათ გადაეცათ წყლის კვლევის ლაბორატორია, ბინოკლები, ფოტოკამერა და წყლის კვლევის საველე სახელმძღვანელო.