საქართველოს პირველ პრეზიდენტს 75 წელი შეუსრულდებოდა

დღეს 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას 75 წელი შეუსრულდებოდა. ზ. გამსახურდია საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტად 1991 წელს აირჩია. ზუგდიდში, მის პატივსაცემად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა და ზ. გამსახურდიას თანამებრძოლები, პირველი პრეზიდენტის ძეგლთან შეიკრიბნენ, ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.