ხობის "კოლხეთი" 2:1 "ბეთლემი" ქედა

24 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურის მატჩი პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის "კოლხეთმა" ქედას "ბეთლემს" უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და ანგარიშით 2:1 ხობელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. (გოლების ავტორები ბუკია და ვართაგავა)

24 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მეხუთე ტურის მატჩი, პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის "კოლხეთმა" ქედის "ბეთლემს" უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში ხობელმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2 :1 გაიმარჯვეს, პირველი ტაიმის დებიუტში სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ცოტნე ბუკიამ ანგარიშში თანაფარდობა უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით მალევე აღადგინა, ხოლო საბოლოო წერტილი მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით ლევან ვართაგავამ დასვა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ხობელ ფეხბურთელებს ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.
ხობელმა ფეხბურთელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
"კოლხეთი":
ტურავა, ლ.გოგენია, ფიფია, ონიანი, გ.გოგენია (კ), ფირცხელავა (ბუცხრიკიძე), მეფიშვილი, ვართაგავა, გერგაია (ლომაია), გაბრავა (ღლონტი), ბუკია (კ.გოგენია).
სათადარიგოები:ჭურღულია, ქაშიბაძე, პაჭკორია.
მწვრთნელები; კ. ხურცილავა, მ.გაბრავა, ა. სანაია.
გოლები: ბუკია, ვართაგავა.

ავტორი: ვ.გერგაია