4 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები, სადაც
220/110 კვ ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობლობის
გარემოზე, ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ოფიციალური განხილვა მოეწყო.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
(სსე) აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების
პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს 220/110 კვ „ხორგას“ ქვესადგურის მშენებლობას, რაც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას
და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებას.